ი ც ი თ ,   თ უ   ა რ ა ,   რ ო მ   . . . 

ცხოველებზე, ფრინველებზე, მწერებზე

. სიცილი აძლიერებს იმუნურ სისტემას.

(მაგრამ, ზოგჯერ სახიფათოა - შეიძლება ამდაგვარ საიტებზე სიცილისგან გაიგუდო) 

 

. „ძვირფასო, მე ორსულად ვარ“ – ამ ფრაზას  მანდილოსნები ამბობენ.

  მაგრამ აი, ფეხმძიმობის ტესტის გამოყენება კი მამაკაცებსაც შეუძლიათ და მის პასუხს არანაკლებ გულისფანცქალით უნდა ელოდონ. დადებითი პასუხის შემთხვევაში სასწრაფოდ ექიმს უნდა მიაკითხონ. 

   (ორი ხაზი წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის მანიშნებელია).  

. წარმოუდგენელია ცხვირის დაცემინება გახელილი თვალებით.

 

. ეხლა, შენ დაცემინებას ცდილობდი .             სასაცილოდ იქნევდი თავს! 
 

. სირაქლემის თვალი მის ტვინზე დიდია.
 

• ლოკოკინას დაახლოებით 25000 კბილი აქვს.

. ზეთისხილის ხე 1500 წლამდე ცოცხლობს.
 

. კოკაკოლა შედგება კოკაინისგან.
 

. გოლფის ბურთს აქვს 336 ღრმული.
 

. თაფლი არის ერთადერთი ნატურალური პროდუქტი, რომელიც არასდროს ფუჭდება.
 

. მარწყვი არის ერთადერთი ხილი რომელსაც წიბწები გარედან აქვს.
 

. ტუჩის საცხები-საშუალებების  უმეტესობა შედგება თევზის ცხიმისგან.
 

. ნებისმიერი ზომის ქაღალდის ფურცელი მხოლოდ შვიდჯერ შეიძლება გაკეცოთ შუაზე!
 

. ”პაპარაცი” იტალიურად “შემაწუხებელ კოღოს” ნიშნავს.  


 

. ”ტოპოლინო” არის მიკი მაუსის იტალიური სახელწოდება.
 

. "ფრაერი"  გერმანულად  "საქმროს"  ნიშნავს.

. "პიჟონი" - ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს მტრედს.

 

. ძლიერი შუქისგან ადამიანის მხედველობის დაქვეითებას ”თოვლის დაბრმავება” ეწოდება.
 

. ფსიქიქტრიულ საავადმყოფოში, ადამიანის სინდრომს, რომელიც გამოიხატება საკუთარი ტანის, მის გარშემო არსებული სიტუაციის, დროისა და სივრცის დაკარგვით, ოფიციალურად ეწოდება ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”.
 

. ყველაზე იშვიათი ციური მოვლენა ცეცხლოვანი ცისარტყელაა.
 

. იტალიის ეროვნული დროშა ნაპოლეონ ბონაპარტემ შეიმუშავა.
 

. მერლინ მონროს ფეხებზე ეხვს-ექვსი თითი ჰქონდა.
 

• ლეონარდო და ვინჩის შეეძლო ერთდროულად ერთი ხელით ეხატა, ხოლო მეორეთი – ეწერა.
 

• ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი - ჯიმი კარტლერი  წუთში 2000 სიტყვას კითხულობდა.

(მერე, თავში  შესდიოდა რამე იმ ჩე..სას?)

• ახალგაზრდა იულიუს კეისარი  ხელებს ზურგს უკან იმაგრებდა და ცხნეოსნობაში ასე ვარჯიშობდა.

. ”ბილ გეითსმა” კომპიუტერების დაპროგრამება დაიწყო 13 წლის ასაკიდან.
 

. ელექტრო სკამი მოიგონა კბილის ექიმმა.
 

• დედოფალ ანას 17-ივე შვილი მის სიკვდილამდე დაიღუპა.
 

• უინსტონ ჩერჩილი წვეულების დროსს, ტვალეტში დაიბადა. 

• ალბერტ აინშტაინს 1952 წელს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზეს.
 

. რუსი მეიგავე,  ივან კრილოვი,  ბლინების უზომოდ ჭამისაგან გარდაიცვალა.

(ახალი წლის დღეებში - ნამცხვრებთან ფრთხილად!)

• ამერიკელ ჩარლზ ოზბორნს 68 წლის განმავლობაში ასლოკინებდა.

(საწყალი... წარმომიდგენია შვილებს სლოკინ-სლოკინით როგორ აკეთებდა...)
 

. თუ 111 111 111_ს გავამრავლებთ თავის თავზე, მივიღებთ საინტერესო რიცხვს: 12 345 678 987 654 321.

(ყველა ციფრი თანმიმდევრობით იზრდება 1_დან 9_მდე, შემდეგ კი, პირიქით,მცირდება).
 

. თუ დავამატებთ რიცხვებს 1-დან 100-მდე  ---      (1 + 2 + 3 + 4…) ჯამი იქნება  5050.
 

. ინტერნეტის თავდაპირველი სახელწოდება იყო არპანეტი

 (ARPANet: Advanced Research Projects Agency Network).

. წინადადება  “the quick brown fox jumps over the lazy dog” –ში გამოყენებულია ინგილუსური ანბანის ყველა ასო.

. ყველაზე  "მოკლე-სახელიანი"  ქალაქი მსოფლიოში  არის ქალაქი  "უ"  ჩინეთში.
 

. ყველაზე გრძელი ქუჩა არის  იონგი (Yonge).  ქუჩა არის ტორენტოში, კანადაში.  მისი სიგრძე  1,896 კილომეტრია.

. ყველაზე იშვიათად იყენებენ ასო ბგერა ქ -ს.  (მსოფლიოს მაშტაბით)

. ყველაზე ხშირად იყენებენ ასო ბგერა ე-ს.   (მსოფლიოს მაშტაბით)

. ჩვენს გალაქტიკაში ყოველწლიურად დაახლოებით 40 ახალივარსკვლავი იბადება.
 

. თუ ობობას ქსელს გავჭიმავთ ჩვენთან უახლოეს კენტავრის თანავარსკვლავედამდე, იგი წონით ხუთი ათასი ტონა იქნება.
 

. გოგონების 98.4% დიეტაზე დაჯდომას , კარგად დანაყრების შემდეგ წყვეტს.  

. ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების 80% შიშველ ან ნახევრად შიშველ ქალებს ეკუთვნის.

• საშუალოდ, ადამიანი 7 წუთში ახერხებს დაძინებას.    

• საჰარის უდაბნოში  1979 წელს 18 თებერვალს  თოვლი წამოვიდა…

• სწავლულები ვარაუდობენ, რომ ქალები დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ტანდაბლები იქნებიან.
 

. ბგერა 5-ჯერ სწარად ვრცელდება წყალში, ვიდრე ხმელეთზე.
 

. ინგლისელმა სტატისტიკოსებმა გამოთვალეს  რომ, საშუალოდ, ადამიანი თავის ცხოვრების მანძილზე ფეხით 100 000 კილომეტრს გადის.

• 1 წუთის განმავლობაში  დედამიწაზე დაახლოებით 6000 მეხი ეცემა.

. სტაფილო შეიცავს 0% ცხიმს.
 

. წვიმა შეიცავს B12 ვიტამინს.
 

. ბანანი 75% წყალს შეიცავს.
 

. მედუზა 95% წყალია.
 

ადამიანის ტვინი შედგება 78% წყლისგან.  :))  (თქვე ტვინ-გაწყალებულებო!)  :)

. ყოველ წუთს ადამიანის ტვინს მიეწოდება 740-750 მილილიტრი სისხლი.
 

. ადამიანის ტვინში ერთი წამის განმავლობაში ხდება 100 000 ქიმიური რეაქცია.
 

. ადამიანის გული დაახლოებით მისი მუშტის ზომისაა. ზრდასრული ადამიანის გული დაახლოებით 220-260 გრამია.
 

. მამაკაცი ითველება ჯუჯად, თუ მისი სიმაღლე 130სანტიმეტრზე ნაკლებია,   ხოლო ქალის - 120-ზე ნაკლები.

. ხალხის 8%-ს აქვს ერთი დამატებითი ნეკნი.
 

შენს ფეხს აქვს 26 ძვალი.  (ნორმალურ ფეხებზეა საუბარი)

. თმის საფარიდან ყველაზე სწრაფად იზრდება წვერი.
 

. ქერებს უფრო მალე ეზრდებათ წვერი, ვიდრე შავგვრემნებს.
 

. საშუალოდ ადამიანს სიცოცხლის განმავლობაში ეზრდება 725 მილიმეტრი სიგრძის თმა.
 

. ხელის ფრჩხილები 4-ჯერ უფრო სრაფად იზრდებიან, ვიდრე ფეხის.
 

. ადამიანის ორგანიზმის შემანდგენლობა შეიცავს მხოლოდ 4 მინერალს:  აპატიტს,  კრისტობალიტს,  არაგონიტს  და  კალცის.

. ადამიანის ორგანიზმში ლეიკოციტები ცოცხლობენ 3დღე, ხოლო ერიტროციტები 3-4 თვე.
 

. ყოველი ერიტროციტი შეიცავს დაახლოებით 270 მილიონ ჰემოგლობინის მოლეკულას.
 

. ადამიანის დნმ-ი შეიცავს 80 000 გენს.
 

. საჩვენებელი თითი ყველაზე მგრძნობიარეა დანარჩენებისგან განსხვავებით.
 

. ზრდასრული ადამიანი დღეში დაახლოებით 23 000-ჯერ შეისუნთქავს   (და ამოისუნთქავს).

. ყველაზე ძლიერი კუნთი ენას ააქვს.    (სიდედრი ხომ არ გაგახსენდათ?)
 

. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქალის ორგანიზმი წარმოქმნის დაახლოებით 7მილიონ კვერცხუჯრედს.

 (საღოლლ)

. ბავშვს დაბადებისას გააჩნია 300 ძვალი, დაახლოებით 30წლის ასაკში რჩება მხოლოდ 206.   
 

. 24საათის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმი გამოჰყოფს იმდენ სითბოს, რომ საკმარისი იქნება 33ლიტრი გაყინული წყლის ასადუღებლად.
 

. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 75 კილომეტრი ნერვია.
 

. ნერვიული იმპულსები ადამიანის ორგანიზმში გადაადგილდებიან ამ სიჩქარით – 90მეტრი წამში.
 

. ადამიანის თვალს შეუძლია განასხვაოს 10 მილიონი ფერი. 

 

. სიბნელეში სრული ადაპტაციისთვის თვალები საჭიროებს 60-80 წამს.   

 

. მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ დალტონიზმი, ვიდრე ქალებს. (დაახლოებით ათჯერ).    {რა პონტია?!}

. ადამიანის ორგანიზმისთვის უკეთესია დღეში ორჯერ - 4 საათიანი ძილი   და არა - ერთხელ  8 საათიანი.

 

. მამაკაცები ოფლიანობენ 40%-ით უფრო მეტად ვიდრე ქალები.
 

. ადამიანი არის ცხოველთა სამყაროს ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც შეუძლის სწორი ხაზის დახატვა.
 

. ადამიანმა ორი კვირის განმავლობაში რომ არ დაიძინოს, მოკვდება.
 

. ადამიანის კანი 27 დღეში მთლიანად განახლდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს პროცესი დაახლოებით 1000-ჯერ ხდება და გაცვენილი კანის მასა შეადგენს 50 კილოს.
 

. წელიწადში 31,557,600 წამია.
 

. 1 მილიარდი წამი - ეს დაახლოებით 37 წელიწადია.
 

. 1 წელი პლუტონზე  -  დედამიწის 247 წელს უდრის.

• პერუში უფრო მეტი პირამიდაა,  ვიდრე ეგვიპტეში.

• კანადაში უფრო მეტი ტბაა, ვიდრე დანარჩენ მთელს მსოფლიოში ერთად.

. აფრიკაში შეგიძლია იყიდო ბანანის ლუდი.
 

. მსოფლიოში მოპოვებული ოქროს ნახევარზე მეტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე მოდის.
 

. ერთადერთი კონტინენტი რომელზეც მხოლოდ ჩამქვრალი ვულკანებია არის ავსტარლია.
 

. ატნალტიკის ოკეანე უფრო მარილიანია ვიდრე წყნარი ოკეანე.
 

• მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული მდინარე - რაინია.
 

• ასომთავრული ჯან-ის მოხაზულობა წარმოადგენს მონოგრამას, რომელიც იესო ქრისტეს ინიციალების, - ინისა  და  ქანის   დიაგონალური გადაკვეთითაა მიღებული. 

• კოსმოსიდან მიწაზე დაშვების შემდეგ, იური გაგარინმა პირველი რაც მოითხოვა, იყო "ბორჯომი".
 

• ვეფხისტყაოსნის უკანასკნელი თავები და პოემის ეპილოგი  შოთა რუსთაველს არ ეკუთვნის.

• პლანეტა მარსზე მდებარე 26 კილომეტრი სიმაღლის  ოლიმპის მწვერვალი  მზის სისტემაში უმაღლესია.

. ნაყინი ძალიან ძველი გამოგონებაა. ისტორიკოსები თვლიან რომ ის 5000 წლისაა.
 

• ჰელიუმი არის ნივთიერება, რომელსაც ყველაზე დაბალი დუღილის ტემპერატურა აქვს;  იგი −269 °C ტემპერატურაზე დუღს.

• საუდის არაბეთში  ქალს  შეუძლია მოითხოვოს განქორწინება, თუ ქმარი ყავის მიწოდებაზე უარს ეტყვის.

• შოტლანდიაში,  29 თებერვალს  ქალს შეუძლია კაცს ცოლად მოყვანა სთხოვოს. თუ კაცი უარს იტყვის, მან ჯარიმა უნდა გადაიხადოს. 

• საშობაო  ნაძვის ხე  სათავეს გერმანიიდან იღებს. 

. სპანჩბობის ფანების მესამედს ზრდასრული ადამიანები შეადგენენ.
 

აისბერგების 90% არის წყალში.   ( ესეც ახალი ამბავი?!.)

• დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს  ბაქტერიები შეადგენენ.

"შემოდი და იხალისე" ზრუნავს შენი საუკეთესო განწყობისთვის!!!

ქართული სატელევიზიო არხები